LEGO Technic-მა ახალი მოდელის, Koenigsegg Sadair’s Spear-ის წარსადგენად შანხაის მეტროსადგურები საინჟინრო მიღწევებისადმი მიძღვნილ საჯარო ინსტალაციებად გარდაქმნა. რეალურ ცხოვრებაში ამ ექსკლუზიური ჰიპერქარის მხოლოდ 30 ეგზემპლარი არსებობს. LEGO-მ ის 1:8 მასშტაბით შექმნა და 4104 დეტალს აერთიანებს, რაც Ultimate Car Concept Series-ის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. ტრადიციული გარე რეკლამის ნაცვლად, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ საინჟინრო ბრწყინვალება ყველასთვის ხილული გაეხადა და მხოლოდ გამზადებული მოდელის ჩვენებით არ შემოფარგლულიყო.
![]()
ამის მისაღწევად, მეტროს მანათობელ დაფებზე (Lightboxes) LEGO Technic-ის 4104-ივე ორიგინალი დეტალი სათითაოდ განათავსეს. დასავლეთ ნანკინის გზის (West Nanjing Road) სადგურზე მოწყობილი ოთხი თანმიმდევრული ინსტალაცია ეტაპობრივად აჩვენებს ჰიპერქარის საინჟინრო შიდა სამზარეულოს – 1625 ცხენის ძალის მქონე ორტურბინიან ძრავს, Koenigsegg-ის უნიკალურ 9-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფს, Triplex დაკიდების სისტემასა და აეროდინამიკურ კორპუსს, რაც საბოლოოდ გამზადებული მოდელით გვირგვინდება. პარალელურად, Lujiazui-ის სადგურზე ოთხი მასშტაბური ინსტალაცია ყველა დეტალს აწყობილ მანქანასთან ერთად წარმოადგენს, რათა მგზავრებმა LEGO Technic-ის საინჟინრო ოსტატობის ზენიტი სრულად შეიგრძნონ. ამ შთამბეჭდავი პროექტის განხორციელებას 15 ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა 26 დღე და 3000-ზე მეტი სამუშაო საათი დაუთმო.
![]()
წყარო: Design Taxi

