სამ, 11 აგვ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება

ChatTJB: ახალი „ხელოვნური ინტელექტი“, რომლის უკან ერთი ჩვეულებრივი ადამიანი დგას

სან-ფრანცისკოში ახალი სარეკლამო ბილბორდი გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს უახლეს „AI“ ჩატბოტს, ChatTJB-ს სთავაზობს. თუმცა ამ შემთხვევაში აბრევიატურა AI ხელოვნურ ინტელექტს კი არა, „ჩვეულებრივ...

სან-ფრანცისკოში ახალი სარეკლამო ბილბორდი გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს უახლეს „AI“ ჩატბოტს, ChatTJB-ს სთავაზობს. თუმცა ამ შემთხვევაში აბრევიატურა AI ხელოვნურ ინტელექტს კი არა, „ჩვეულებრივ ადამიანს“ (Average Individual) ნიშნავს. სინამდვილეში, ამ ინტერფეისის მიღმა არანაირი ალგორითმი არ დგას – როცა ChatTJB-ს კითხვას უსვამთ, თქვენ უბრალოდ ერთ კონკრეტულ ადამიანს, არტისტსა და Google-ის ყოფილ თანამშრომელს, ტაკერ ბრაიანტს ეკონტაქტებით.

ავტორი საკუთარ პროექტს ისტორიაში ყველაზე ცუდ ენობრივ მოდელად აფასებს. ავტომატიზებული და მყისიერი პასუხების ნაცვლად, ტაკერი შემოსულ კითხვებს კითხულობს, ფიქრობს და ხელით გპასუხობთ – ისიც მხოლოდ მაშინ, როცა გაიღვიძებს და საამისო მოტივაცია ექნება. სისტემა განგებ არის შენელებული, პასუხები ხშირად არასწორი ან სრულიად აბსურდულია, ხოლო სურათების გენერირების მოთხოვნისას, პლატფორმა ტაკერის მიერ ხელით დახატულ მარტივ ილუსტრაციებს გიგზავნით.

მიუხედავად მკვეთრად იუმორისტული ხასიათისა, ამ სატირულ პროექტს ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი აქვს. ბრაიანტის მთავარი მიზანი ე. წ. „კოგნიტiურ დანებებასთან“ ბრძოლაა – ეს ის მზარდი ტენდენციაა, როდესაც ადამიანები ბრმად ენდობიან ჩატბოტების თავდაჯერებულ ტონს და კრიტიკულ აზროვნებას ივიწყებენ. ChatTJB სპეციალურად შეგიქმნით მოუხერხებელ გამოცდილებას, რათა შეგახსენოთ: ის ფაქტი, რომ მართალია, სისტემა კითხვებს ლამაზად და დახვეწილად პასუხობს, მაგრამ ეს სულაც არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ ფიქრი და ინფორმაციის გადამოწმება შეწყვიტოთ.
წყარო: Futurism