სამ, 11 აგვ, 2026
ახალი ინტერაქტიული ქვიზები დაემატა საიტს — შეამოწმე შენი ცოდნა. ნახვა →
ინოვაციები

Lumo: ჭკვიანი სათვალე, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებას უმარტივებს

მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის გარემოსთან სრულფასოვანი კომუნიკაცია ხშირად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა Lumo – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი...

მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის გარემოსთან სრულფასოვანი კომუნიკაცია ხშირად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა Lumo – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი სათვალისა და მობილური აპლიკაციის ერთობლიობა. მისი მთავარი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მხედველობის სრულად ჩანაცვლებას კი არ ცდილობს, არამედ ადამიანის შენარჩუნებულ, ნაწილობრივ მხედველობასთან ადაპტირდება და მის ეფექტურად გამოყენებაში ეხმარება.

რა ხდის Lumo-ს გამორჩეულს?

  • ინდივიდუალური მხედველობის პროფილი: რადგან ყველა ადამიანის მდგომარეობა განსხვავებულია, Lumo თავისთავად ერგება კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებებს. იქნება ეს ცენტრალური მხედველობის დაკარგვა, პერიფერიული პრობლემები თუ უბრალოდ ბუნდოვანი ხედვა – სათვალე ვიზუალურ მინიშნებებს ზუსტად თქვენს თვალზე აწყობს.

  • „ცოცხალი მეხსიერება“: სისტემა მუდმივად იმახსოვრებს თქვენს ყოველდღიურობას – ნივთებს, ლოკაციებს, ადამიანებსა და საუბრებს. თუ დაგავიწყდათ სად დადეთ გასაღები ან საფულე, აპლიკაცია წამებში დაგეხმარებათ მათ პოვნაში. ის ფაქტობრივად თქვენი ცხოვრების ციფრულ, დამხმარე ჩანაწერს აწარმოებს.

  • ხმისა და ვიზუალის სინთეზი: ქუჩაში მარტივად გადასაადგილებლად ან კონკრეტული ობიექტების მოსაძებნად, სისტემა ერთდროულად იყენებს როგორც ვიზუალურ ნიშნებს, ისე აუდიო დახმარებას.

დიზაინერ იუ ფანის (Yue Fan) მიერ შექმნილმა ამ პროექტმა, რომელიც AI-სა და ჯანდაცვის ტექნოლოგიების გადაკვეთაზეა, უკვე დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება და მიიღო პრესტიჟული Red Dot Design და K-Design ჯილდოები.

საბოლოო ჯამში, Lumo ფართო მასშტაბით გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, უბრალოდ სენსორების ნაკრებიდან, ჩვენს პერსონალურ, მზრუნველ ასისტენტად იქცეს – ტექნოლოგიად, რომელიც სწავლობს ჩვენს ჩვევებს, ინახავს მოგონებებს და ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე რეაგირებს.

წყარო: Design Boom