შაბ, 27 ივნ, 2026
პროგრამული უზრუნველყოფა

მარტივი და ოფიციალური ხრიკი YouTube-ზე რეკლამების ასარიდებლად

აღმოჩნდა ერთი ძალიან ეფექტიანი, თუმცა ბევრისთვის უცნობი ხერხი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, YouTube-ის ნებისმიერ ვიდეოს სრულიად უფასოდ და რეკლამების გარეშე უყუროთ. საინტერესოა, რომ...

აღმოჩნდა ერთი ძალიან ეფექტიანი, თუმცა ბევრისთვის უცნობი ხერხი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, YouTube-ის ნებისმიერ ვიდეოს სრულიად უფასოდ და რეკლამების გარეშე უყუროთ. საინტერესოა, რომ ეს არის არა რაიმე არალეგალური პლატფორმა, არამედ უშუალოდ Google-ის მფლობელობაში არსებული ოფიციალური ვებსაიტი. მიუხედავად ამისა, ის ფართო საზოგადოებისთვის და რიგითი მომხმარებლებისთვის ამ ფორმით გამოსაყენებლად თავდაპირველად არ ყოფილა გამიზნული.

ურეკლამო რეჟიმის გასააქტიურებლად, ძვირადღირებული პრემიუმ გამოწერის გარეშე, მხოლოდ რამდენიმე წამი დაგჭირდებათ. ამისთვის უნდა დააკოპიროთ სასურველი ვიდეოს ორიგინალი ბმული და მისამართების ველში, სიტყვა YouTube-ის ასოებს – „t“-სა და „u“-ს შორის დეფისი (-) ჩასვათ. შესაბამისად, სტანდარტული მისამართი youtube.com შეიცვლება და გახდება yout-ube.com. ამ მცირე ცვლილების განხორციელების შემდეგ ვიდეოს სასურველ ბრაუზერში ჩართავთ და რეკლამებისგან სრულად გათავისუფლდებით.

ამ ერთი სიმბოლოს დამატებისთანავე, სისტემა ავტომატურად გადაგამისამართებთ ვებსაიტზე youtube-nocookie.com. რეალურად, ეს პლატფორმა Google-მა იმისთვის შექმნა, რომ სხვა ვებსაიტების მფლობელებს საკუთარ სტატიებსა თუ გვერდებზე YouTube-ის ვიდეოების ჩაშენება (embed) მარტივად შეძლებოდათ. ამ სპეციალური დომენის მთავარი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ ვიზიტორებს რეკლამები არ აჩვენოს და მათ შესახებ ქუქი-ფაილები არ შეაგროვოს.

ამ ხერხის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: უშუალოდ ამ საიტზე შესვლა და ვიდეოების ძიება შეუძლებელია. ის მხოლოდ კონკრეტული ვიდეოს პირდაპირი ბმულის წინასწარ ქონისა და მისი მოდიფიცირების შემთხვევაში მუშაობს.

სამაგიეროდ, მეთოდი არის სრულიად უფასო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ბრაუზერიდან თუ მოწყობილობიდან. მეტიც, მისი გამოყენება ინკოგნიტო რეჟიმშიც იდეალურად შეგიძლიათ, სადაც Google-ის ანგარიშში შესული არ ხართ და თქვენი მონაცემები დაცულია. მომხმარებლებისთვის ეს მართლაც უნიკალური აღმოჩენაა და ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ, რომ Google ამ სასარგებლო გვერდის ავლით მექანიზმს მალე არ შეზღუდავს.

წყარო: Fast Company